საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს ულოცავს.
"ისტორიისა და იმედის დღეა. ბრიუსელიდან, სადაც საქართველოს ევროატლანტიკური ურთიერთობების მომავალზე ვისაუბრებ, ნება მომეცით, გულწრფელად მივულოცო პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს. დღეს თქვენს ხელშია მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიისა და თავისუფლების შუქურის ლიდერობის პასუხისმგებლობა", - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.
ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გუშინ, 20 იანვარს გაიმართა. ბაიდენი აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი გახდა. ინაუგურაციას არ ესწრებოდა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.